პროექტის სახელი: იდიომები ინგლისურ ენაში
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
პროექტი ითვალისწინებს ინგლისური იდიომების გაცნობა-მოძიებას და მათ შედარებას მშობლიურ ენაში არსებულ იდიომურ გამოთქმებთან.
პროექტის სრული აღწერა:
პროექტში მონაწილე მოსწავლეები თავს მოუყრიან და გაეცნობიან ინგლისურ ენაში არსებულ იდიომებს. მოიძიებენ აგრეთვე იდიომურ გამოთქმებს მათ მშობლიურ ენაში. შეეცდებიან რომ გამოიყენონ ისინი მოკლე წინადადებებში ან შეადგინონ ამა თუ იმიდიომის გამოყენებით მოკლე მოთხრობა თავისუფალ თემაზე.
მონაწილეთა ასაკი: 14-15-16
ვადები/ ხანგრძლივობა:
დეკემბრიდან მაისის ჩათვლით
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
დისკუსიების გამართვა კლასში, მოძიებულ იდიომებთან დაკავშირებით მსჯელობა, კროსვორდების შედგენა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კვლევა- ძიების უნარს, გაეცნობიან განსაკუთრებულ იდიომურ გამოთქმებს როგორც ინგლისურ ენაში, ასევე მათ მშობლიურ ენაში, შექმნიან ნახატებს მათთვის სასურველი იდიომების გამოყენებით, ისწავლიან ჯგუფურ ან დამოუკიდებელ მუშაობას.
სასარგებლო სხვებისთვის:
სხვა მოსწავლეები გაეცნობიან ინგლისური ენის თავისებურებებს, იდიომური გამოთქმების საჭიროებას ენაში. შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად საჭიროა ამა თუ იმ იდიომის გამოყენება გარკვეულ კონტექსტში.
სამუშაო ენა:ქართული, ინგლისური
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
ამ ეტაპზე არ არის
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვა საგანში.( ქართული ენა; ხელოვნება)
ინგლისური ენა: გაიუმჯობესებენ კითხვის და თარგმნის უნარს, აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას. ქართული ენა: მოიძიებენ მათ მშობლიურ ენაში იდიომურ გამოთქმებს და მოახდენენ მათ შედარებას ინგლისურ ენასთან.
ხელოვნება: მათ მიერ შერჩეული იდიომების გამოყენებით შექმნიან ნახატებს.
პროექტის ფასილიტატორი: მაია ბახტურიძე
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: maiabakhturidze@gmail.com
პ რ ო ე ქ ტ ი
No comments:
Post a Comment